ნანა სანაძე
ბალეტის კლასის პედაგოგ-ქორეოგრაფი
,,Meko Studio"- ში დანერგა საბალეტო მიმართულება ,,Baby Ballet".
წარჩინებით დაამთავრა ქ. თბილისის ვ. ჭაბუკიანის სახ. სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი, ბალეტის არტისტის სპეციალობით. ამის შემდეგ მუშაობა განაგრძო ბალეტის მსახიობად თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში.
დამთავრებული აქვს ასევე ქ. თბილისის ვ ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი (რუსული ენის სპეციალისტი)
- მონაწილეობდა სპექტაკლებში: დ. თორაძის ,,გორდა"; პ. ჩაიკოვსკის ,,გედების ტბა" , ,,სერენადა" ; ჯ გერშვინის ,,პორგი და ბესი" ; პროკოფიევის ,, რომეო და ჯულიეტა" ; მინკუსი - ,,ბაიადერა" ; ,,დონ-კიხოტი" ; ადანი ,, ჟიზელი" და სხვა.
- იღებდა მონაწილეობას სატელევიზიო და თეატრალური სპეკტაკლების დადგმებში ,,არსენას ლექსი" .
- გასტროლები: მოსკოვის დიდი თეატრის სცენა (1984) ფინეთი (1982) რიგა(1980) სანქტ- პეტერბურგი საბალეტო ფესტივალი (1980).
- მუშაობდა თბილისის პროფკავშირთა კულტურის სასახლის ბალეტის წრის ხელმძღვანელად.
- ა. ვირსალაძის სახ. ხელოვნების გიმნაზიის ქორეოგრაფიული განყოფილების ბალეტის კლასის პედაგოგ-ქორეოგრაფად, შემდგომ კი განყოფილების სასწავლო ნაწილის გამგედ.
- მუშაობს წლების მანძილზე ,,ბასტი-ბუბუ"-ს პედაგოგ- ქორეოგრაფად
- ნამუშევარია თბილისის პირველ ექსპერიმენტალურ სკოლაში ბალეტის წრის ხელმძღვანელად.
ამ წლების მანძილზე მოპოვებული აქვს სხვადასხვა საბალეტო და ქორეოგრაფიულ ფესტივალებზე მონაწილეობის I. II , და გრან-პრის დიპლომები.
2014წ. პრიზი საუკეთესო პედაგოგის (ჭაბუკიანის სახ. საბალეტო ფესტივალზე) გასვლითი ღონისძიებებით ქ. ბათუმში , ასევე საფრანგეთში და ესპანეთში.