‭599 760 402‬; 577717900;‭ 593 991 976‬

Baby ბალეტი

Baby ballet-ი არის კლასიკური ბალეტის სწავლების ახალი ხედვა. დანერგილია ბალეტის პედაგოგ-ქორეოგრაფის ნანა სანაძის მიერ. Baby ballet-ის სწავლების პროგრამა მორგებულია 3-დან 9 -წლის ასაკის გოგონებზე, სადაც მთავარი აქცენტი კეთდება ბავშვის ინდივიდუალურ მონაცემებზე (განსაკუთრებით ჯგუფურ მეცადინეობაში) რაც არ იწვევს მის შეზღუდვას თავისუფალ მოძრაობებში კლასიკური ბალეტის მუსიკის თანხლებით.

სწორი საბავშვო საბალეტო მიმართულებით და გემოვნებით შერჩეული საბალეტო საცეკვაო ნომრებით , კლასიკური მუსიკის თანხმლები ჰარმონიით ხდება ბავშვის მიზიდვა ბალეტის ჯადოსნურ სამყაროში და მისი ოცნებების რეალიზება, სრული კომფორტისა შექმნა ცეკვის დროს.

  • ბალეტი ავითარებს:

კოორდინაციას, პლასტიურობას, დინამიურობას, მახსოვრობას,მუსიკალურობას.

  • აყალიბებს:

დისცილინას, პასუხისმგებლობას მეცადინეობის, პედაგოგის, მეგობრის წინაშე, ყურადღების კონცეტრირებას.

  • აძლევს:

ადრეულ ასაკში გოგონას დახვეწილ მანერებს, გრაციოზულობას და კულტურულ განვითარებას.

Baby ballet -ის პროგრამა გათვლილია სწავლების რამოდენიმე წელზე, შესაბამისი კლასების სახელების მინიჭებით და ზემდგომ კლასებში სწავლების გართულებით.

კლასიდან კლასში გადასვლა ხდება სასწავლო წლის დასაწყისში პედაგოგის რჩევით და ბავშვის მონაცემების გათვალისწინებით.

სასწავლო წლის ბოლოს საანგარიშო დასკვნითი კონცერტი.

 

სიახლეები

Baby Ballet

 ყურადღება! Meko Studio ახალ 2016-17 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გატყობინებთ.      &

დაწვრილებით