577030398 ელისო / 568310031 მარიამი / 577717900 მეკო

lomtadzemariam7@gmail.com

Meko Studio

,,Meko studio"  მრავალი წელია ფუნქციონირებს და ხელს უწყობს ნიჭიერი ბავშვების და მოზარდების ინტეგრირებულ განვითარებას და  სწავლებას ხელოვნების ისეთი საგნებისა როგორიცაა ვოკალი,  ხატვა, ქართული და თანამედროვე ცეკვები, ფოლკლორი,  Baby ბალეტი, სასცენო ხელოვნება-მეტყველება.

განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ საგნებს, როდესაც ბავშვის ან მოზარდის თანდაყოლილი ბუნებრივი უნარები, მიდრეკილებები მთლიანად არ გამომჟღავნებულა და მათ გახსნა, წარმართვა სჭირდება. შეძენილი ცოდნა და ჩვევები მათ საკუთარი თავის ძიებასა და თვითდამკვიდრების პროცესს უადვილებს. ამ ყველეფრის სწორად წარმართვაში მნიშვნელოვანია ის გამოცდილი და პროფესიონალური პედაგოგების გუნდი , რომლებიც ასწავლიან ,,Meko Studio"-ში. თვითოეულ საგანზე დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ცალკე გამოყოფილ გვერდებზე.

აქ გავამახვილებთ ყურადღებას ,,Meko Studio"-ს ძირითად მიმართულებაზე, ვოკალზე. ვოკალის მეცადინეობები ტარდება , როგორც ჯგუფურად ასევე ინდივიდუალურ რეჟიმში და მოიცავს ყველა ასაკობრივ კატეგორიას; პატარებში 4 წლიდან 12 წლამდე და მოზარდებში 13 წლიდან ზევით.  ფუნქციონირებს სასწავლო და საკონცერტო ჯგუფები. სტუდიის მოსწავლეები ჩართულები არიან ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტში და გადაცემაში, რომელიც ტარდება საქართველოში: ,,VOICE"; ,,X factor" ; ,,საქართველოს ვარსკვლევი"; ,,ნიჭიერი" ; საბავშვო ,,ახალი ხმა" და ა. შ.

ასევე აღსანიშნავია საზღვარგარეთ ჩატარებული კონკურსები და ფესტივალები, სადაც ჩვენი აღზრდილი მოსწავლეები წარმატებით გამოდიან და იკავებენ საპრიზო ადგილებს. მათ შორის აღსანიშნავია: ,,Славянский базар" -ვიტებსკი;  ,,Cuaricino Doro"-იტალია. ,, Zecino Doro"- იტალია; ,,,Opus" -ბარსელონა, საბავშვო ევროვიზია.

,,Meko Studio"-ს წარმატებით აქვს განხორციელებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი მუსიკალური პროექტები. გადაღებული აქვს მაღალი ხარისხის მუსიკალური კლიპები ცნობილ მომღერლებთან და მსახიობებთან ერთად.

ბოლო წლებში აქტიურად ჩაერთო კინოინდუსტრიაშიც ,,Mentesh Production"-თან ერთად გადაიღო რეიტინგული საბავშვო ფილმები : ,,ცელქი ბავშვები-2" ,  და  ,,აუტანელი არდადაგები".

მესამე ფილმი, რომელიც გადაიღო ,,Meko Studio"-მ მისი ბავშვების მონაწილეობით, გახლავთ მუსიკლაური ფილმი ,,სად არის პინოქიო?" რეჟისორი- გვანცა მეფარიშვილი. მუსიკის ავტორი- ზაზა მარჯანიშვილი.

,,Meko Studio"  წლის მანძილზე ატარებს ორ გრანდიოზულ კონცერტს. (ახალ წელს და სასწავლო წლის ბოლოს)

 

,,Meko Studio" გთავაზობთ შემდეგ პაკეტს:

  • ძირითადი პაკეტი:  ვოკალი, თანამედროვე ცეკვა, ხატვა.                                                                                                                              (მეცადინეობები ტარდება კვირაში 2 -ჯერ  ორშაბთი-ოთხშაბათი ან სამშაბათი-ხუთშაბათი) საღამოს საათები
  • შაბათი-კვირის პაკეტი: Baby ბალეტი, სიმღერა, ხატვა.  (მეცადინეობები ტარდება შაბათ-კვირას ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით) იგივე პაკეტით შეგიძლიათ ისარგებლოთ ასევე ორშაბათი-ოთხშაბათი დილის საათები. 
  • ქართული ცეკვა (კვირაში 3 -ჯერ) პარასკევი,  შაბათი,  კვირა.  (საღამოს საათები)
  • ფოლკლორი  -  კვირაში 2-ჯერ    ხუთშაბათი-შაბათი (საღამოს საათები)
  • სასცენო ხელოვნება-მეტყველება -კვირაში 2 - ჯერ  ოთხშაბათი-პარასკევი - (დილის და საღამოს ჯგუფები )
  • იტალიური ენა -კვირაში  2-ჯერ (ოთხშაბათი-პარასკევი)  საღამოს საათები

12 წლიდან ზევით მოზარდებში ვოკალის მეცადინეობები ტარდება ინდივიდუალურ რეჟიმში, დღეების და საათების შეთანხმებით.                                                                                                                       

სიახლეები

Meko Studio - წლის ღონისძიებები

ყურადღება! Meko Studio ახალ 2016-17 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გატყობინებთ: ძირითადი პაკეტი:  ვოკალი, თანამედროვ

დაწვრილებით