577030398 ელისო / 568310031 მარიამი / 577717900 მეკო

lomtadzemariam7@gmail.com

მეკო ქავთარაძე

მუსიკალური პროდიუსერი – დოქტორანტი

მეკო ქავთარაძე – მუსიკალური პროდიუსერი, დოქტორანტი, ,,Meko Studio"-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. მან წარმატებით დაამთავრა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის აკადემიური გუნდის დირიჟორობის მიმართულების ბაკალავრიატი–მაგისტრატურა–ასპირანტურა და ამჟამად იგი კონსერვატორიის დოქტორანტია.
მისი მოსწავლეები წარმატებით გამოდიან საქართველოში თუ საზღვარგარეთ გამართულ სხვადასხვა კონკურსებსა და კონცერტებზე. მან თავის სტუდიაში საფუძველი ჩაუყარა არა მარტო საესტრადო ვოკალის ხაზს, არამედ ხელი შეუწყო ბავშვებისა და მოზარდების შემოქმედებითი განვითარების ისეთ სფეროებს როგორიცაა: ხატვა, ქართული ცეკვები, ფოლკლორი, თანამედროვე ცეკვები, Baby ბალეტი, სასცენო ხელოვნება–მეტყველება, იტალიური ენა. მან აქცენტი გააკეთა გამოცდილ და პროფესიონალურ პედაგოგებზე, რომელთან ერთადაც წარმატებით ახორციელებს ბევრ საინტერესო პროექტს.
იგი კონსერვატორიაში სწავლის პერიოდიდანვე აქტიურად იყო ჩართული თავისი სპეციალობის მიხედვით სხვადასხვა მუსიკალურ პროექტებსა და კონცერტებში. აღსანიშნავია:
  • ჯაკომო პერის ოპერა ,,ევრიდიკე", სადაც ის გუნდის ქორმაისტერი იყო. ამ პროექტზე მუშაობდნენ ასევე რეჟისორი –დათო საყვარელიძე, მუსიკოსი–ნიკა მემანიშვილი, მხატვარ–დიზაინერი – მაკა ასათიანი.
  • წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ქ. თბილისის სახელმწიფო ენისა და კულტურის უნივერსიტეტის გოგონათა კაპელას, იყო ასევე სამხატვრო ხელმძღვანელი.
  • პარალელურად მუშაობდა კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში, სადაც იყო გუნდის ქორმაისტერი –ოპერა ,,ალეკო" , ,,დაისი" , ,,ტრავიატა".
  • ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოში დაინიშნა 2005 წ. 10 მაისს ავთანდილ ჩხენკელთან ერთად გუნდის ქორმაისტერად. საქართველოსა და ამერიკის ჰიმნის შესასრულებლად, რომელშიც მონაწილეობდა უცხო ენების უნივერსიტეტის კაპელა ,,თბილისი" და კონსერვატრიის სტუდენტთა გუნდი.
  • უცხო ენების კაპელა საგასტროლოდ იმყოფებოდა ასევე იტალიაში ,,ქართულ ხმებთან" ერთად. მათ ასევე სოლო კონცერტი გამართეს იტალიის საელჩოში, სადაც ფულადი პრემია დაიმსახურეს.
  • მოგვიანებით გახლდათ ლექტორი ჯაზისა და შოუ ბიზნესის ხელოვნების აკადემიაში – მიყავდა ჯაზ ვოკალის კურსი.
  • ლ. ნიქაბაძის საავტორო მუსიკალურ ცენტრში გუნდის პედაგოგი და იქვე არსებული საბავშვო სტუდია ,,The little Georgians" –ს ხელმძღვანელი. ამ ანსამბლმა დიდი წარმატება მოიპოვა სხვადასხვა  კონკურსებსა და ფესტივალებში არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ გამართულ კონკურსებსა და მსოფლიოს საერთაშორისო ფესტივალებზე. აღსანიშნავია იტალია– ქ. ლუინო, სადაც ორგზის გამარჯვება მოიპოვეს კონკურსზე ,,Cuoricino Doro" და ფულადი პრემიით დაჯილდოვდნენ – 5000 ევრო. (ანსამბლთან ერთად იმყოფებოდა ტელეკომპანია რუსთავი–2, გადაცემა P.S.  სიუჟეტი შეგიძლიათ იხილოთ გალერეაში.)
  • ვილნიუსში –პრეზიდენტ ვალდას ადამკუსის პირადი მიწვევით ანსამბლის მონაწილეები იყვნენ პრეზიდენტის ნაძვის ხეზე, შოუ კონცერტით. რუსეთის ელჩის მიწვევით მისი მოსწავლეები იყვნენ სპივაკოვის საერთაშორისი კონკურსზე, სადაც პირველი ადგილი – სოფო კანდელაკმა დაიმსახურა.
  • ბარსელონაში მსოფლიო საერთაშორისო საგუნდო კონკურსზე ანსამბლმა პირველი პირველი ადგილი აიღო უკვე ,,Meko Studio"- ს ,,The litlle Georgians" სახელით. საქართველოში ანსამბლი დაჯილდოვდა ,,მელოდია–2008" ლაურიატის წოდებით; გოგი დოლიძის საერთაშორისო კონკურსზე მიიღო ლაურიატის წოდება და განათლების სამინისტროს სიგელი.
    მომდევნო წლებში იგი მუშაობდა ისეთ პროექტებზე როგორიც იყო:
  • კომპოზიტორ გ. გეგელაშვილის როკ–კანტატა ,,თაობა –XXI" ახალი ვერსია -გუნდის ქორმაისტერი.
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაკვეთით პროექტ – ,,ხმა საქართველოდან". მონაწილეები დაჯილდოვდნენ სხვადსხვა კონკურსებით და ფესტივალებით ესენია: პოლონეთი, ინგლისი, იტალია, საფრანგეთი, რუსეთი, ყაზახეთი და ლიტვა. (გდაცემა გადაიცემოდა ტელეკომპანია ,,მზე" –ს ეთერით. მათ შორის იყო ნუცა ბუზალაძე.
  • მერიის ორგანიზებით გამართული ექვს დღიანი საახალწლო კონცერტების ორგანიზატორი.
  • საბავშვო ტელევიზია ,,ენკი–ბენკი"–ს გენერალური პროდიუსერი.
  • ქ. თბილისის ე. მიქელაძის სახელობის მე–2 მუსიკალური სასწავლებლის საგუნდო ვოკალის პედაგოგი.
    მისი მომზადებული მოსწავლეები იმარჯვებენ და საპრიზო ადგილებს იკავებენ ისეთ პრესტიჟულ კონკურსებზე როგორიცაა: ,,ანა–ბანა" 2010 წ. (ქეთი სამხარაძე –გრან–პრი); საბავშვო ევროვიზია – ,,Fun kids" (ქეთი სამხარაძე); ,,The smil shop" (თამთა დიასამიძე, მარიამ სამუშია).
    ,,საქართველოს ვარსკვლავი" (ანი გოზალიშვილი); VOICE (სოფო პაპუაშვილი და თათია ქვრივიშვილი); საბავშვო ,,ახალი ხმა" (ლიკა თორთლაძე და ნატალია ჩარკვიანი); ,,Славянский базар"  (ლიზი გოგუა).
    ბოლო წლებში მისი პროდიუსერობით გადაღებული იყო ისეთი ცნობილი რეიტინგული საბავშვო ფილმები როგორიცაა: ,,ცელქი ბავშვები–2"; ,,აუტანელი არდადაგები"; ,,სად  არის პინოქიო?". გაზაფხულზე იგეგმება ,,ცელქი ბავშვები–3"–ის გადაღება.