577030398 ელისო / 568310031 მარიამი / 577717900 მეკო

lomtadzemariam7@gmail.com

მარიამ ნერგაძე

ვოკალის პედაგოგი

დაამთავრა ე. მიქელაძის სახ. მე-2 მუსიკალური სასწავლებელი, საგუნდო-სადირიჟორო მიმართულების განხრით. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, აკადემიური გუნდის დირიჟორობის ფაკულტეტზე. ამჟამად არის ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტი.  მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სიმღერის კონკურსში, მათ შორის:
  • გ. დოლიძის სახელობის კონკურსი-ლაურიატი.
  • საქართველოს საგარეო საქმეთა  სამინისტროს დაკვეთით პროექტ ,,ხმა საქართველოდან" - ლაურიატი.
  • იტალიაში, ქალაქ ბოლონიას კონკურს ,,დო, რე, მი."-ს - მესამე ადგილის მფლობელი.

ამჟამად მღერის ,,თბილისის გოგონათა გუნდში" და ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ბაკალავრიატის გუნდში. ასევე გალობს დავით მეფსალმუნის სახელობის ტაძარში. მონაწილეობა აქვს მიღებული Orff-Schulwerk ასოციაციის მიერ ჩატარებულ ორ მასტერკლასში. ხელმძღვანელები პოლო ვალეჰო ( მუსიკის მეცნიერებათა დოქტორი- ესპანეთი) და სოილი პერკიო (სიბელიუსის აკადემია- ფინეთი). მომავალში გეგმავს სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურაში აკადემიური გუნდის დირიჟორობის მიმართულებით.