‭599 760 402‬; 577717900;‭ 593 991 976‬

ქეთი ბეგიაშვილი

ძირითადი პაკეტის ვოკალის პედაგოგი

,,Meko Studio"-ს დაფუძნების დღიდან აქტიურადაა ჩართული სტუდიის საქმიანობასა და განვითარებაში.  აქვს ბავშვებთან მუშაობის მრავალწლიანი (20 წლის) გამოცდილება, როგორც საგანმანათლებლო, ასევე  კულტურულ სფეროში. ,,Meko Studio"-ში გახლავთ ძირითადი პაკეტის ვოკალის პედაგოგი. მუშაობს როგორც პატარების ჯგუფებთან, ასევე ინდივიდუალურ რეჟიმში ამეცადინებს მოზარდი ასაკის მოსწავლეებს.

დამთავრებული აქვს:

  • დ. არაყიშვილის სახ. სახელმწიფო სასწავლებლის საფორტეპიანო ფაკულტეტი
  • თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, საშემსრულებლო ფაკულტეტის აკადემიური გუნდის დირიჟორობის მიმართულება.   
  • m|group (HoReCa) -მართვისა და მენეჯმენტის სრული კურსი

მისი სამუშაო გამოცდილება იწყება (1996 წ.)  ქ.თბილისის ე. ჟორდანიას სახ. 28-ე ბაგა-ბაღიდან, პარალელურად მუშაობდა აგრეთვე ქ. თბილისის 108-ე საჯარო სკოლაში  მუსიკის მასწავლებლად.

კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო:

  • ქ. თბილისის ექსპერიმენტალურ ათწლედში გუნდის პედაგოგად. 
  • რეორგანიზაციის შემდეგ გადავიდა ე. მიქელაძის სახ. მე-2 მუსიკალურ სასწავლებელში საგუნდო ვოკალის პედაგოგად, სადაც მუშაობს დღემდე.
  • პარალელურად იყო დაკავებული მუსიკალურ სკოლებში და ასწავლიდა ფორტეპიანოს.
  • რადიო ,,მწვანე ტალღა"- მუსიკალური რედაქტორი
  • მოგვიანებით მუშაობდა TV ,,ენკი-ბენკი"-ს სკოლა სტუდიაში - ვოკალის პედაგოგად.

,,Meko Studio"- ში აქტიურადაა დაკავებული სტუდიის ხელმძღვანელთან ერთად კონცერტების და პროექტების დაგეგმვა ორგანიზებაში. მასთან ერთად იმყოფებოდა  საგასტროლოდ ისეთ პრესტიჟულ კონკურსებზე როგორიცაა:  ,,cuoricino doro"- იტალია;  ,,opus" -ბარსელონა;  ,,Славянский базар"-ვიტებსკი.

სტუდიის მოსწავლებთან ერთად ჩართულია საქართველოში გამართულ კონკურსებსა და კონცერტებში,  სატელევიზიო   გადაცემებში   როგოიცაა,,, ყოჩაღების ქუჩაზე" ;   MUSIC BOX- ,,TOP KIDS"

იმუშავა ისეთ პროექტებზე როგორიცაა:

  • მერიის მიერ დაკვეთილი ექვს  დღიანი საახლწლო კონცერტები,  ცნობილ მომღერლებთან ერთად; 
  • სატელევიზიო კლიპები სადაც ,,MEKO STUDIO"-ს ბავშვებთან ერთან მონაწილეობას იღებს პატარებისთვის საყვარელი წამყვანი გოგიჩა.
  • კომპანია ,,ჯი-პი-სი"-სთან ერთად 1 ივნისისადმი მიძღვნილი კონცერტი 2014 წ.
  • სატელევიზიო კონცერტი საზოგადოებრივ არხზე- ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი  2015 წ.
  • მუსიკალური ფილმი ,,სად არის პინოქიო?"
  • მერიის დაკვეთით გამართული კონცერტი  - ,,ვაკის პარკი"  2016 წ. (1 ივნისი-ბავშვთა დაცვის დღე)