‭599 760 402‬; 577717900;‭ 593 991 976‬

ქეთი ქართველიშვილი

ვოკალის პედაგოგი

ჯაზ-სექსტეტის ,,The Georgian Six" წევრი. ჯგუფთან ერთად მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სახის პროექტებში. (ჯაზ-ფესტივალი ,,Vokal total"  ავსტრიაში, მიუზიკლი ,,ვერის უბნის მელოდიები" და ა. შ. ) ასევე  ჯგუფი მონაწილეობას იღებს ყოველწლიურ ფესტივალში ,,შემოდგომის თბილისი" . მოწვევა აქვთ არაერთი ქვეყნიდან როგორიცაა: აშშ, რუმინეთი, ავსტრია, და ა.შ.

დამთავრებული აქვს ზ. ფალიაშვილის სახ. ,,ნიჭიერთა ათწლედის" №1 მუსიკალური სასწავლებელი ვიოლინოს განხრით. სწავლა გააგრძელა ე. მიქელაძის სახ. №2 მუსიკლაური სასწავლებელში აკადემიური გუნდის დირიჟორობის განხრით. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა ქ. თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიაში. აკადემიური გუნდის დირიჟორობის ფაკულტეტზე. ამჟამად არის ბაკალავრიატის მეოთხე კურსისი სტუდენტი.

2015 წ. მუშაობდა ვოკალის  პედაგოგად ვოკალურ სექსტეტთან ,,The  quintessence" , რომელსაც არაერთი საერთაშორისო ფესტივალის გრან-პრი აქვს აღებული.

მომავალში აპირებს სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურაში აკადემიური გუნდის დიორიჟორიობის მიმართულებით.